მამუკა მდინარაძე: მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში ვაქცინები ამოსარჩევად გვექნება

თვე-თვენახევარში ვაქცინები ამოსარჩევად გვექნება, – ამის შესახებ, „მთავარი არხის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რამდენიმე ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიდის. ერთ-ორ კომპანიასთან, მათ შორის „ფაიზერთან“ შეთანხმება მიღწეულია, გაფორმების ეტაპზე და დაახლოებით მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში რამდენიმე ვაქცინა გვექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები