მამუკა მდინარაძე: გახარია გადადგა „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის

აბსოლუტურად გულწრფელად მიმაჩნია, რომ გიორგი გახარია გადადგა „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის, ამ პარტიის თავმჯდომარისთვის… დავანებოთ თავი ინფორმაციას, შეფასებებს, ლოგიკას… ფაქტი ის იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მიუხედავად ამისა, სადაც გახარია თავის გუნდთან, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს უნდა ვთქვათ და არ უნდა უარვყოთ, იმიტომ, რომ შემდგომ არავინ დაგვიჯერებს..

რომ ვთქვათ, არაფერი არ მოგწონდა ამ კაცისო, გაჩნდება კითხვა, მაშინ რატომ გყავდათ პრემიერ-მინისტრადო?“, – განაცხადა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები