პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, მეჩეთის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ არ დაუდგენიათ აფეთქების დეტალები.
ქალაქის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.