აშშ-ირანის მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვული პროგრამით შემოიფარგლება

დღეს ომანში დაგეგმილი აშშ-ირანის მოლაპარაკებების დღის წესრიგი ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის საკითხებით შემოიფარგლება.

ამის შესახებ ისრაელის გაზეთი „ჰაარეცი“ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, აშშ დათანხმდა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის, ასევე ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ზოგადი საკითხების დღის წესრიგიდან ამოღებას.

წყარო მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ამ პირობებს კატარის, საუდის არაბეთისა და ომანის გავლენით დათანხმდა.

ამავდროულად, გაზეთმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ზოგადად ზეწოლას ახდენენ აშშ-ზე, რათა მან უარი თქვას ძალის გამოყენებაზე და დიპლომატიური გადაწყვეტის სასარგებლოდ გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები