ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს მიღმა მდებარე ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობას ამცირებს
ბულგარეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობა 20-მდე იზღუდება. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დასახელდა ის, რომ უცხოეთში მცხოვრები ბულგარელები მოწყვეტილნი არიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებს.
დებატების დროს ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება არჩევნების ორგანიზება უზრუნველყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც „ბულგარეთთან არაფერი აკავშირებთ“.