სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში 23 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება.

შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

“კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან”, – ნათქვამია ინფორმციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები