1-ელი ივლისიდან თურქეთი „კომენდანტის საათს“ აუქმებს

თურქეთი 1-ელი ივლისიდან „კომენდანტის საათს“ ხსნის, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედებს. ამის შესახებ განცხადება ერდოღანმა გააკეთა.

„დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება: 1-ელი ივლისიდან “კომენდანტის საათი” სრულიად მოიხსნება.

სახელმწიფო დაწესებულებები უბრუნდებიან მუშაობის ჩვეულ დროს. უქმდება ასაკობრივი შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები