სდსს-ში გომელაურსა და ხადურზე გავრცელებულ ინფორმაცის სიცრუეს უწოდებენ – “მორიგი მცდელობაა, მოახდინონ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია”

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებით, ,,მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია უწყების უფროსის მოადგილის, გიორგი ხადურისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის შესახებ სიცრუეა.

,,მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამსახურის უფროსის მოადგილის, ბატონი გიორგი ხადურის შესახებ არის სიცრუე და მათი მხრიდან მორიგი მცდელობა, რომ მოახდინონ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაცია,”- განუცხადეს ,,კვირას” სახელმწიფო დაცვის სამსახურის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჟამინდელ შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურთან ერთად, 90-იან წლებში ერგნეთის კონტრაბანდასთან კავშირში იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ხადური. ის გომელაურთან ერთად იყო დაკავებული და მალევე გამოუშვეს

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები