შარლ მიშელმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ევროკავშირის ხელმძღვანელი, შარლ მიშელი სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ პაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის – “სამოქალაქო შეთანხმების” გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყანაში რეფორმებს.

“მივულოცავ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთს უფრო ღრმა რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ ასევე მზად ვართ, გავაგრძელოთ რეგიონული კონფლიქტის სტაბილიზაციისა და ყოვლისმომცველი მოგვარების მხარდაჭერა”, – წერს მიშელი Twitter- ის გვერდზე.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები