საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

21-24 ივნისის სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები – ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი იღებენ. ასამბლეას სიტყვით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი.
დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა და თავისუფალი დებატები სტამბოლის კონვენციის შესახებ. პლენარული სესიის ფარგლებში, დაგეგმილია დეპუტატების გამოსვლა დებატებზე, ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელსა და ორგანიზაციის თანამდებობის პირებთან.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი რომელმაც, ამ პოზიციაზე დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კახა კუჭავა ჩაანაცვლა, მუშაობას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დღეიდან შეუდგება. სესია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები