“არჩევნების შემდეგ სომხეთს კიდევ უფრო დიდი კრიზისი შეექმნება” – რუსეთში სომეხთა კავშირის პრეზიდენტი

პარტიის – “სომხეთი ჩვენი სახლია” დამფუძნებელი, რუსეთში სომეხთა კავშირის პრეზიდენტი, არა აბრამიანი აცხადებს, რომ ვადამდელმა არჩევნებმა შესაძლოა, ასახოს საარჩევნო უბნებზე მისული ხალხის ნება, მაგრამ შედეგი არ ასახავს საზოგადოების განწყობასა და მისწრაფებებს, სომხეთს კიდევ უფრო დიდი კრიზისი ელოდება.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

პოლიტიკოსის თქმით, “გაყალბებასა და სიცრუეზე აგებული” სააგიტაციო კამპანია ლოგიკურად დასრულდა: დაფიქსირებულია მრავალი დარღვევა.

”სამწუხაროდ, ჩვენ მიერ 2018 წელს გაკეთებული პროგნოზი გამართლდა და ახლა ვხედავთ, რომ ახლა ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, ვეღარ გადაჭრის პრობლემას სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებიდან და მომავლიდან გამომდინარე. პოლიტიკური ტექნოლოგიების ჩართვით კიდევ ერთხელ გამოიყენეს ხალხის რწმენა და გულუბრყვილობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, ქვეყანა ახალი კრიზისის ქვეშ აღმოჩნდება.

”ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ, ყველა მწარე რეალობას წავაწყდებით და ახალი დიდი კრიზისის მოწმენი გავხდებით, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სირთულეები კიდევ უფრო გაუარესდება, მიგრაციის ტემპი გაიზრდება, დაძაბულობა და უთანხმოება გამწვავდება. სერიოზული შიდა და გეოპოლიტიკური გამოცდა ელის სომხეთს”, – აცხადებს არა აბრამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები