თენგიზ ცერცვაძე: რომ არა შეზღუდვები, 300 ათასის მაგივრად მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა, რაც ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა

„რომ არა შეზღუდვები, 300 ათასის მაგივრად მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა, რაც ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მეტი შემთხვევა უფრო ჩამოშლიდა ეკონომიკას, ვიდრე – დაწესებული შეზღუდვები.

„რომ არა შეზღუდვები, 300 ათასის მაგივრად მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს მილიონი ავადმყოფი ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა. ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს. თუ მილიონი კაცი გახდებოდა ავად, ისინი უფლების მიცემის პირობებშიც ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს და გაღარიბდებოდნენ. ის, რომ ჩვენ უფრო გვიჭირს, ვიდრე – ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს, ასე იყო კოვიდამდეც და პროპორციულად, ასე იქნება კოვიდის შემდეგაც. მაგალითად, ერთნაირი სტიქიური უბედურებაც რომ მოხდეს ჩვენთან და გერმანიაში, რა თქმა უნდა, ისინი უკეთ გადაიტანენ ამას. ჩვენ რომ შეზღუდვები, განსაკუთრებით – პირბადის ტარების ვალდებულება არ შემოგვეღო, გვეყოლებოდა ბევრად მეტი ავადმყოფი, აღარაფერს ვამბობ გარდაცვლილებზე. ჩვენთან უკვე დაიწყო ეკონომიკური ზრდა და გვაქვს პერსპექტივა. მეტი შემთხვევა უფრო ჩამოშლიდა ჩვენს ეკონომიკას, ვიდრე – დაწესებული შეზღუდვები“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები