ირანის არჩეული პრეზიდენტი ბაიდენთან შეხვედრას არ აპირებს და აშშ-სგან სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციების უნდა მოუხსნას, რადგან ბირთვული შეთანხმება დაარღვიეს.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”შეერთებული შტატები ვალდებულია, ირანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნას, მათ დაარღვიეს ბირთვული შეთანხმება. შეთანხმების დებულებები არც ევროკავშირმა შეასრულა”, – თქვა რაისმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრას არ აპირებს.

”ირანი არ აპირებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდეს თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე სასაუბროდ”, – თქვა რაისმა.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 19 ივნისს ჩატარდა, რომლის შედეგად თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იბრაჰიმ რაისი იქნა არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები