თამარ გაბუნია: ვიდრე ვაქცინაციით მოსახლეობის სულ მცირე 30%-ს არ მოვიცავთ, მანამდე პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია
“ვიდრე ვაქცინაციით მოსახლეობის სულ მცირე 30%-ს არ მოვიცავთ, მანამდე პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიამ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ისაუბრა.
,,საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რეგულარულად განიხილავს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას. ჩვენთვის ყველაზე ქმედით შეზღუდვად კვლავაც ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა და პირბადის გამოყენება რჩება. პირბადის გამოყენება კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ვიდრე ვაქცინაციით მოსახლეობის სულ მცირე 30%-ს არ მოვიცავთ, მანამდე პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა გაბუნიამ.