დეპუტატის დაკავების, მისი საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის ჩხრეკისთვის პარლამენტართა თანხმობის კვორუმი 76-დან 90-მდე იზრდება
მმართველი პარტიის ინიციატივით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებია დაგეგმილი. დეპუტატის დაკავების, მისი საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის ჩხრეკისთვის პარლამენტართა თანხმობის კვორუმი 76-დან 90-მდე იზრდება. ინიციატივა 19 აპრილის შეთანხმებით არის განპირობებული.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამ ცვლილების დადებით მხარეებსა და რისკებზე „იმედის კვირას“ ესაუბრა.
„ამით გარკვეულწილად ხდება პრევენცია იმისა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობა იყოს გადაწყვეტილების მიმღები. ამას, ერთი მხრივ, თავდაცვითი ხასიათი აქვს, მაგრამ არის გარკვეული რისკი, როდესაც შესაძლოა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ოპოზიციამ ხშირ შემთხვევაში არ მისცეს პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებს უფლება, რომ კანონიერი სამართლებრივი დევნა განახორციელონ დეპუტატზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.