სოზარ სუბარი: მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება სასამართლო სისტემაში მძიმე შეფერხებებს გამოიწვევს

“სასამართლო რეფორმა, რომელიც ახლა შემოსულია პარლამენტში, სიტყვა-სიტყვით იმეორებს შარლ მიშელის დოკუმენტს, ჩვენ მოვალენი ვართ, ეს შევასრულოთ,” – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება სასამართლო სისტემაში მძიმე შეფერხებებს გამოიწვევს.

„საქართველოს სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და მუშაობს საკმაოდ კარგად. ასევეა კიდევ ერთი კომპონენტი, იბსო-ს საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, ნდობა საქართველოს სასამართლოსადმი არის მკვეთრად გაზრდილი და არის დაახლოებით იგივე, რაც არის წამყვან ევროპულ ქვეყნებში. რაც შეეხება ამ წუთში მიმდინარე პროცესებს, ის რეფორმა, რომელიც ახლა შემოსულია პარლამენტში და რომელიც ახლა ტარდება, სიტყვა-სიტყვით იმეორებს შარლ მიშელის დოკუმენტს და ჩვენ მოვალენი ვართ, რომ ეს შევასრულოთ. სხვანაირად გამოვიწვევთ შეფერხებებს საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში და მგონია, რომ ახლა ამის შეჩერება არ იქნება მართალი. ჩემი აზრით, შეჩერება არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში გამოვიწვევთ თუ კოლაფსს არა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მძიმე შეფერხებებს საქართველოს სასამართლო სისტემაში“,- განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები