ირაკლი ქადაგიშვილი: პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა დესტაბილიზაციის შემოსატანად

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი  20 ივნისს დაზარალებულთა მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა, რომელიც დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს წინ გაიმართება.

„20 ივნისი ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ორმხრივი შეფასებით, ერთი, რომ ახალგაზრდები აპროტესტებდნენ იმ არასასიამოვნო ფაქტს – რბილად რომ ვთქვათ, რასაც პარლამენტში გავრილოვის საქციელს მოჰყვა და მეორე მხრივ, ეს არის მომენტი, როცა რუსული პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეწყოთ, იმის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ, ის პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს საპარლამენტო ორგანოში, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოსატანად. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ, მე ვფიქრობ, ზუსტად და ძალიან სამართლიანად გაყო პასუხისმგებლობები. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მან აიღო “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობად და კონკრეტული ნაბიჯი გადადგა – გადადგა თანამდებობიდან, პარლამენტის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაა. მეორე პოლიტიკურ და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ოპოზიციას, რომელმაც მოსახლეობის და ახალგაზრდების პროტესტი გადაზარდა შტურმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დალაშქვრაში და რა თქმა უნდა, თვითონ იმ აქციის მართვა-დაშლის და პრევენციის საკითხი, რაზეც იყო საუბარი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები