ტოკიოში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ორშაბათიდან საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება, კერძოდ კი, ბარ-რესტორნებში ალკოჰოლის მიღება გახდება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NHK ავრცელებს.

ალკოჰოლური სასმელების მიღება რესტორნებში გარკვეულ პირობებში იქნება შესაძლებელი: საღამოს 7 საათამდე ინდივიდუალური სტუმრებისთვის ან ორკაციანი ჯგუფისთვის 90 წუთის განმავლობაში. ბარ-რესტორნები საღამოს 8 საათზე დაიხურებიან.

„საზოგადოებრივი კვების მეწარმეებისთვის ძნელია საკუთარი ბიზნესის წარმოება ალკოჰოლის გაყიდვის გარეშე. მე გავითვალისწინე სხვადასხვა ადამიანის რჩევა და ეს რთული გადაწყვეტილება მივიღე“,- განაცხადა ოსაკის პრეფექტურის გუბერნატორმა, იოშიმურუ ჰიდოფუმიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები