დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთამინისტრი, დავით ზალკალიანი ანტალიისდიპლომატიური ფორუმის ფარგლებში უკრაინელკოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასებსსაქართველო-უკრაინის თანამშრომლობისდინამიკა ყველა სტრატეგიულ საკითხზე და მათშორის აღნიშნეს ბოლო პერიოდში გაზრდილიმაღალი დონის ვიზიტები და შეხევდრები, რაცორმხრივი თანამშრომლობის გარდა ხელს უწყობსსაერთაშორისო ასპარეზზე საერთო გამოწვევებსადა მისწრაფებეზე ორი ქვეყნის პოზიციონირებას.

ამ კუთხით მხარეებმა ვრცლად  მიმოიხილესევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისსაკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ის ღონისძიებები, რაცამ მიმართულებით არის განსაზღვული უახლოესმომავალში.

მინისტრებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციისმხრიდან საქართველოსა და უკრაინისტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე არსებულუსაფრთხოების გარემოზე და კიდევ ერთხელდაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორცორივე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზესაერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისმიზნით ერთიანი ნაბიჯების გადადგმის მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები