არმაზ ახვლედიანი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა საკმარისი არაა – მთავარია ბრძოლა მისი რეალიზებისთვის
პარლამენტის წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა საკმარისი არაა. მისი თქმით, მთავრია, დოკუმენტში გაწერილი პირობების რეალიზაციის უზრუნველყოფა.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს და ყველა შეუერთდეს, მაგრამ, ჩემთვის ეს არ არის საკმარისი. მიშელის დოკუმენტი არის სულისკვეთება და მთავარია ბრძოლა მისი რეალიზებისთვის. თუ ბრძოლაშიც ერთად ვიქნებით, მაშინ, შეიძლება, შედეგს მივაღწიოთ“, – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.