ნათელაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, აპირებენ მესამე მოსმენით მიიღონ კანონპროექტი, რომლის თანახმად, „ლეიბორისტულ პარტიას“ ბოიკოტის უფლება ერთმევა

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, აპირებენ მესამე მოსმენით მიიღონ კანონპროექტი, რომლის თანახმად, „ლეიბორისტულ პარტიას“ ბოიკოტის უფლება ერთმევა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

„ვენეციის კომისიამ და ოდირმა გარკვევით განაცხადეს, რომ პარტიის აკრძალვა, „ლეიბორისტული პარტიის“ ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური გაერთიანების სახით, ამოვარდნილია მსოფლიო დემოკრატიული პროცესებიდან და წარმოადგენს დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ აღვირახსნილ აქტს. ამის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა ვერაფერი ისწავლა და შეისმინა, რასაც კი დემოკრატიასთან რაიმე კავშირი აქვს და ჩვენი სიძულვილით გაღრმავებული, აი, უკვე მესამე მოსმენისთვის ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, „ლეიბორისტულ პარტიას“ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება ერთმევა, რაც მსოფლიო დემოკრატიის პრინციპია, შესაბამისად, ერთმევა დაფინანსება, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლის დანიშვნის პრეროგატივა და სატელევიზიო სარეკლამო დრო. ეს პარტიის აკრძალვას ნიშნავს, პარტია მეტი კი არაფერია. ავტომანქანას ბორბლები რომ გამოაცალონ, საჭე მოაცალონ, აბა, ის ავტომანქანა ხომ აღარ იქნება?! ამას აპირებენ, ვენეციის კომისიისა და ოდირისძალიან მკაცრი დასკვნების მიუხედავად. ალბათ, ივანიშვილი მართლაც ხელს გამოჰკრავს მისი პერსონის მიმართ სანქციებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები