შალვა ნათელაშვილი: გენერალურ პროკურატურას ძალიან დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ, ეს მათ მოღვაწეობაში სამარცხვინო ეტაპია

გენერალურ პროკურატურას ძალიან დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ, ეს მათ მოღვაწეობაში სამარცხვინო ეტაპია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ქვეყანამ და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს მართავს კრიმინალურ-მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელიც ბავშვებს მთელი სახელმწიფო რესურსით უსწორდება. არაფერს ვამტკიცებ, თუმცა უამრავი ოჯახიდან წასული, არდაბრუნებული ახალგაზრდა, ალბათ, მოვა დრო და ჩვენ გადავამოწმებთ, რა დაემართათ მათ და რატომ არ დაბრუნდნენ სახლში. საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ სახელმწიფო დანაშაულთან და ყოველგვარი მილისტობის თაობაზე თეორიების განვითარება იმას ნიშნავს, რომ პროკურატურაც ამ დანაშაულებრივი სისტემის განუხრელი ნაწილია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები