დეგნანი: მხოლოდ გასული წელს, აშშ-მ დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი გამოყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად

აშშ ლტოლვილებისა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორია, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ლტოლვილთა მსოფლიო დღის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი გამოყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება მიემართება ისეთი საკითხებისკენ, როგორიცაა თავშესაფრით უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა და სხვა“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, თბილისის ბოტანიკურ ბაღში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით, სოლიდარობის მარში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები