იალტაში ღვარცოფი ჩამოწვა – ევაკუირებულია 608 ადამიანი, მოსახლეობას გაზი და დენი არ მიეწოდება (ფოტო)

იალტის რეგიონში ღვარცოფი ჩამოწვა – დატბორილია 100-ზე მეტი სახლი, წყლის მიწოდება მთელი ქალაქის მასშტაბით შეწყვეტილია. მოსახლეობის ნაწილს ასევე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იანინა პავლენკო ავრცელებს.

„ღვარცოფი ჩამოწოლილია ქალაქის ტიპის დასახლებაში ცისფერი ყურე, ორეანდასა და ლივადია-2 დასახლებაში, ასევე კურჩატოვას ქუჩაზე, ბახჩისარაისკის გზატკეცილზე და სხვა. დატბორილია 101 სახლი, მათგან 43-დან წყალი უკვე ამოტუმბეს“,- წერს პავლენკო სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, მისი თქმით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 7 211 აბონენტი. ევაკუირებულია 608 ადამიანი, მათგან 50 არასრულწლოვანია. გაზმომარაგება შეუწყდა 235 აბონენტს. წყლის მიწოდება მთელ რეგიონში შეწყვეტილია. მოსახლეობას სასმელ წყალს სპეციალური მანქანებით აწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები