ჩეხეთის საწარმოში ქიმიკატების გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთის ქალაქ პლეზენის საწარმოში გოგირდის მაღალი შემცველობის ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა iDnes ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი დახურულ სივრცეში მოხდა, სადაც გამდინარე წყლების ფილტრაცია მიმდინარეობს. სპეციალისტებმა ჰაერში გოგირდის და სულფიტების მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს.

გამოცემის ცნობით, სამმა ადამიანმა საკუთარი ძალებით შეძლო შენობიდან გამოსვლა, ხოლო დანარჩენები სპეციალურად აღჭურვილმა მაშველებმა გამოიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა საწარმოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, ხოლო მაშველები ადგილობრივებს ურჩევენ არ გააღონ ფანჯრები. პარალელურად კი ამტკიცებენ, რომ მოსახლეობას არაფერი ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები