რუსეთი ცხრა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლას აღადგენს

რუსეთის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, 9 ქვეყენასთან საჰაერო მიმოსვლა განახლდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიცე – პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ 22 ივნისიდან ფრენები განახლდება თურქეთთან.

მისივე თქმით, ოპერატიულმა შტაბმა გადაწყვიტა, რომ საჰაერო მიმოსვლა განახლდება აშშ-სთან, იტალიასთან, კვიპროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან, იორდანიასთან, ირლანდიასთან.

გოლიკოვას განცხადებით, ყველა ამ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ფრენის განახლების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 28 ივნისიდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები