ანტონიო გუტერეში გაერო-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ანტონიო გუტერეში გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩია.

შესაბამისი გადაწყვეტილება შეხვედრაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარემ, ვოლკან ბოზკირმა გამოაცხადა.

”მე მაქვს პატივი, განვაცხადო, რომ ანტონიო გუტერეში გენერალურ მდივნად მეორე ვადით იქნა არჩეული 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე”, – თქვა მან.

გუტერეში ერთადერთი კანდიდატი იყო გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე. მანამდე მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭომ დაუჭირა.

გაერო-ს გენერალური მდივანი ხუთი წლის ვადით აირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები