მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულთა 89,3%-ს ინდური შტამი აქვს გამოვლენილი

 

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში COVID-19-ით ინფიცირებულთა 89,3%-ს ინდური შტამი აქვს გამოვლენილი.

მისი თქმით, ახალი შტამი ბევრად უფრო აგრესიული აღმოჩნდა, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება.

”და ყველაზე უსიამოვნოა ის, რომ ამ შტამისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ადამიანის იმუნური სისტემა ორჯერ ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ეს უჰანის ვარიანტის დროს იყო საჭირო”, – განმარტა მან.

ბოლო ერთ დღეში მოსკოვში COVID-19-ის 9 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღეს ასევე სობიანინმა, მოსკოვში ეპიდვითარების გაუარესების გამო, შეზღუდვები გაამკაცრა. კერძოდ, მომდევნო ათი დღის განმავლობაში დაიხურება სათამაშო მოედნები, სათამაშო დარბაზები, ზოოპარკები, ღამის საკვების ობიექტები.

ასევე, აკრძალულია ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ნებისმიერი მასობრივი ღონისძიება.

გარდა ამისა, იწყება “კოვიდისგან თავისუფალი” რესტორნების ექსპერტიმენტი, რომლებშიც მხოლოდ აცრილი პერსონალი იმუშავებს, სტუმრებმა კი იმუნიზაციის დამადასტურებელი QR კოდი უნდა წარადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები