ტოკიოში ოლიმპიადაზე მყოფი თანამშრომლებისა და აკრედიტებული ჟურნალისტების ვაქცინაცია დაიწყო

ტოკიოს მთავრობამ იმ თანამშრომლებისა და მედიის წარმომადგენლების ვაქცინაცია დაიწყო, რომლებიც იმუშავებენ ზაფხულის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე.

მოსალოდნელია, რომ დღეში 2,5 ათასი ადამიანის აცრა მოხდება აგვისტოს ბოლომდე.

იმუნიზაციისთვის გამოიყენება Pfizer-ის პრეპარატი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არის მიწოდებული. ქვეყანამ, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანის აცრისთვის სამყოფი ვაქცინა მიიღო.

იაპონელი სპორტსმენები პრეპარატს პირველი ივნისიდან იღებენ.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 23 ივლისს გაიმართება, შეჯიბრი 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები თამაშებზე დასწრებას და რამდენად შეივსება სტადიონები. ინფორმაცია, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები