კრემლი ყურადღებით აკვირდება ინფორმაციას აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ

რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ინფორმაციას აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

”რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ყურადღების საგანია. ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება ჩვენს საზღვრებთან არის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი და, ასევე, ჩვენი ნაბიჯების მიზეზი, რომლებიც აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისა და ჩვენი ინტერესების უზრუნველსაყოფად”, – თქვა პესკოვმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა და მას “ჭორი” უწოდა.

მედიასთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ მომავალში შესაძლოა, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზა გამოჩნდეს.

მისი თქმით, სამხედრო ბაზის თემა არ არის შუშას შეთანხმების პუნქტებს მიღმა. ერდოღანის თქმით, ეს საკითხი შეიძლება, გახდეს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების საგანი ან დიალოგი შესაძლოა, თურქეთის მიერ სხვა კონსულტაციების ფარგლებში განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები