ჰონდურასში ციხეში ამბოხის დროს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა – ათობით დაშავებულია

ჰონდურასში, ლა-ტოლვას ციხეში სროლას, სულ მცირე, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 39 დაშავებულია.

ამის შესახებ სააგენტო EFE წერს.

აღინიშნება, რომ არეულობის შედეგად 15 პატიმარია ჰოსპიტალიზებული.

ამჟამად, ციხის ტერიტორიაზე ძალოვანების რაოდენობაა გაზრდილი, ვითარება კონტროლზეა აყვანილი.

არეულობის მიზეზი დაპირისპირებული მხარეების ბრძოლა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები