ესპანეთში პირბადის ტარების რეჟიმი მოიხსნა

ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესის განცხადებით, 26 ივნისიდან ქვეყანაში, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება აღარ იარსებებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარე უქმეები იქნება უკანასკნელი, როდესაც მოქალაქეებს პირბადის ტარება მოუწევთ.

მაისში ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 17 რეგიონთან ერთად შეიმუშავა საგზაო რუკა, რომ მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე რიგი შეზღუდვების შესუსტება მოხდეს.

პირბადის ტარების ვალდებულება 17 ივნისიდან მოიხსნა საფრანგეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები