რა გავლენა აქვს კოვიდვაქცინას სპერმის ხარისხსა და რაოდენობაზე – ახალი კვლევა

ჯანმრთელ, ახალგაზრდა კაცებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება არ ფიქსირდება, – ამის შესახებ CNN-ი ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ინფორმაციის თანახმად, კვლევა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ კაცებში ჩატარდა.

„ეს არის დამაიმედებელი მონაცემები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ სპერმის ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება“, – ამბობს ბრიტანელი პროფესორი, ალან პეისი.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 25-დან 31 წლამდე ასაკის მხოლოდ 45 კაცი გამოიკვლიეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, სრული სურათისთვის საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები