რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტი: ნატო-ში აზერბაიჯანის წევრობა დროის საკითხია

“აზერბაიჯანი დე ფაქტო შეიძლება, ნატო-ს წევრად ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც აზერბაიჯანელი სამხედროები თურქეთის არმიასთან ერთად, იბრძოდნენ კუხო-ს წევრის – სომხეთის წინააღმდეგ”, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე შერინმა.

”იურიდიულად, ეს დროის საკითხია. ყველაფერი გაფორმდება”, – თქვა მან.

ასე გამოეხმაურა შერინი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ანკარამ შეიძლება, მომავალში აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა ააშენოს.

”აზერბაიჯანი მიზნად ისახავს ნატო-სთან დაახლოებას თურქეთის მეშვეობით და სომხეთი კი, კუხო-ს წევრია. რბილად რომ ვთქვათ, რუსეთის ნეიტრალური პოზიცია, საშუალებას აძლევს თურქეთს, ერდოღანის სახით, როგორც ნატო-ს უძველეს წევრს, გააკეთოს ასეთი განცხადებები. უფრო მეტიც, მოსკოვს აქვს ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანში არ ჰყავს”, – თქვა შერინმა.

რუსეთის პარლამენტი ასევე მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანში თურქული ბაზის შესაძლო გამოჩენა შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც ნატო-ს ფაქტობრივი გაფართოება.

მედიასთან საუბარში თურქეთის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ მომავალში შესაძლოა, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზა გამოჩნდეს.

მისი თქმით, სამხედრო ბაზის თემა, არ არის შუშას შეთანხმების პუნქტებს გარეთ. ერდოღანის თქმით, ეს საკითხი შეიძლება გახდეს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების საგანი ან თურქეთის მიერ სხვა კონსულტაციების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები