ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო ბაზა განთავსდეს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მომავალში აზერბაიჯანში ქვეყნის სამხედრო ბაზა გაჩნდეს.

მიას შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

”აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის თემა არ არის შუშას შეთანხმების პუნქტებს გარეთ. ამ საკითხის შემდგომი განვითარებაა შესაძლებელი. ახლა მთავარია უზრუნველვყოთ საზღვრების უსაფრთხოება”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბაქოში.

ერდოღანის თქმით, ეს საკითხი შეიძლება, გახდეს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების საგანი ან თურქეთის მიერ სხვა კონსულტაციების ფარგლებში.

შუშას დეკლარაციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ბაქო და ანკარა ერთად იმოქმედებენ მესამე სახელმწიფოს მხრიდან საფრთხის ან აგრესიის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები