ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის იბრძვიან ქვეყნის გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის საბჭოს მდივანი – მოჰსენ რეზაი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – ერაჰიმ რაისი, პარლამენტის უფროსის მოადგილე – ამირ ჰოსეინ კაზიზადე ჰაშემი და ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი – აბდოლნასერ ჰემატი.

ქვეყანაში, დაახლოებით, 66, 8 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი, ხმის მიცემა მიმდინარეობს ასევე 133 ქვეყანაში. ხმის უფლებით 52 მილიონ 310 ათას ადამიანი სარგებლობს.

ირანის სულიერმა ლიდერმა, ალი ჰამენეიმ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო. მან მოუწოდა ირანელებს, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესებში, მათი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის.

”მოსახლეობას ვიწვევთ არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად, რადგან ეს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებში შედის”, – თქვა ჰამენეიმ, – იუწყება Press TV.

კენჭისყრაში მონაწილეობა ასევე პრეზიდენტობის კანდიდატმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ერაჰიმ რაისმა მიიღო.

”იმედი მაქვს, რომ არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, რომელიც შეძლებს, გაუმკლავდეს ხალხის პრობლემებს”, – თქვა რაისმა და დასძინა, ”მოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში”.

სტუდენტური ცენტრის გამოკითხვის მიხედვით, რაისს ხმა ამომრჩეველთა 63%-მა შეიძლება, მისცეს.

მისი უახლოესი კონკურენტია მოჰსენ რეზაი, გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის საბჭოს მდივანი, რომელსაც მხარს დაუჭერს ამომრჩეველთა 9%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები