რუსეთში 70 წლის პენსიონერი სახლში 16 პისტოლეტს ინახავდა
რუსმა პოლიციელებმა მოსკოვის გარეუბანში, ოდინცოვის რაიონში მცხოვრები პენსიონერი დააკავეს, რომელსაც სახლში დაახლოებით ორი ათეული პისტოლეტი აღმოუჩინეს. სამართალდამცველებმა 70 წლის მამაკაცის სახლიდან საბრძოლო ვაზნებიც ამოიღეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული იარაღის დამზადებისთვის ადრე უკვე იყო ნასამართლევი. ამჟამად პენსიონერი მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს განიხილავენ.