დავით ზალკალიანი: ჩვენი ყოველი დღე იწყება და მთავრდება გახელაძის თემით, თითოეული ჩვენი უწყებისა და სტრუქტურის მთავარ პრიორიტეტშია ეს საკითხი
“ყველა ზომას, ხერხს მივმართავთ, ყველა ბერკეტი არის მაქსიმალურად ამოქმედებული, რათა ზაზა გახელაძის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გახელაძის საკითხი თითოეული უწყებისა და სტრუქტურის მთავარ პრიორიტეტშია.
,,უკანონო დაკავებები, მოქალაქეების უკანონო პატიმრობაში ყოფნა ყოვლად მიუღებელია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არის ზეწოლა, ზეწოლა ყველა დონეზე რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჩვენი ყოველი დღე იწყება და მთავრდება გახელაძის თემით, თითოეული ჩვენი უწყებისა და სტრუქტურის მთავარ პრიორიტეტშია ეს საკითხი, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მსოფლიოს დედაქალაქებში. რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს სხვა ხერხები და არხები, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი ჩვენი მოქალაქის გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ზომას, ხერხს მივმართავთ, ყველა ბერკეტი არის მაქსიმალურად ამოქმედებული, რათა მისი გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.