პუტინმა ბაიდენზე შექმნილ შთაბეჭდილებაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს “პროფესიონალი” უწოდა.

ამის შესახებ მან სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლის კურსდამთვარდბულებთან შეხვედრაზე თქვა.

“ის პროფესიონალია. მასთან ძალიან ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ, რომ არაფერი გამოგვრჩეს. მას თავად არაფერი გამორჩება ხოლმე, გარწმუნებთ”, – თქვა მან.

პუტინმა აღნიშნა, რომ ბაიდენთან ერთად შეძლებენ ერთმანეთის გაგებას საკვანძო პოზიციებზე.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის იმიჯი, რომელსაც მედია წარმოაჩენს, ​​ცოტათი გულდასაწყვეტია, მაგრამ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

“ბაიდენი ენერგიულად გამოიყურება. მასთან ორ-ნახევარი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ის მთლიანად არის ყურადღებით”, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები