თავისუფლების ქანდაკების მოგზაურობა პარიზიდან ნიუ-იორკამდე
თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს და რომლის შესახებაც ყველამ იცის, 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა და ამერიკის შეერთებული შტატების მეასე წლისთავს მიეძღვნა. მონუმენტი აშშ-ს 1885 წელს საფრანგეთმა უბოძა, როგორც მეგობრობის დასტური. ქანდაკება დაშალეს და პარიზიდან ნაწილ-ნაწილ გადაიტანეს.
ქანდაკების სკულპტორი ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი გახლდათ. მონუმენტის შიდა სტრუქტურა ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა დააპროექტა. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.
1984 წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.















