ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმა უნდა მომზადდეს, რისთვისაც უკვე შექმნილია მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმა უნდა მომზადდეს, რისთვისაც უკვე შექმნილია მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი.

„როცა შარლ მიშელის დოკუმენტს რაიმეს გასამყარებლად იყენებენ, სიტყვა-სიტყვით წაიკითხონ, რა წერია. არსად წერია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ყველანაირი პროცესი უნდა შეჩერდეს, იქ წერია, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმა უნდა მომზადდეს, რისთვისაც უკვე შექმნილია მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ საკითხების იდენტიფიცირებაზე, რომელიც ხარვეზიანია სასამართლო სისტემაში. ხარვეზების იდენტიფიცირების შემდეგ მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მომავალი საგაზაფხულო სესიისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები