პესკოვი: ნატო-ში უკრაინის წევრობა მოსკოვისთვის “წითელი ხაზი” იქნება

კრემლში აცხადებენ, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება მოსკოვისთვის “წითელი ხაზი” იქნება, ასევე, აღინიშნა, რომ მოსკოვს აწუხებს საუბარი იმაზე, რომ კიევს შესაძლოა, MAP-ი მისცენ.

ამის შესახებ რუსეთის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა,  წერს Reuters-ი.

”ეს არის ის, რასაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ეს ჩვენთვის წითელი ხაზია – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს”, – თქვა პესკოვმა დღეს.

14 ივნისს ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბაიდენისგან მკაფიო “არა”-ს ან “კი”-ს მოსმენა უნდა, კიევისთვის სამოქმედო გეგმის მიცემასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიენტმა კი თქვა, რომ უკრაინას ჯერ კორუფციის აღმოფხვრა და სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები