ტრამპი: ჟენევის სამიტი მოსკოვისთვის იყო წარმატებული

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთ-ამერიკის სამიტი წარმატებული იყო მოსკოვისთვის და არა – ვაშინგტონისთვის.

ამის შესახებ მან Fox News-თან საუბარში თქვა.

”ვფიქრობ, ზოგადად, არაფერი მივიღეთ. მაღალი ტრიბუნა დავუთმეთ რუსეთს და არაფერი მივიღეთ. ვფიქრობ, ეს კარგი დღე იყო რუსეთისთვის და არ მესმის, რა მივიღეთ შედეგად”, – თქვა მან.

მან ასევე მოქმედი ადმინისტრაცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ხელი არ შეუშალა “ჩრდილოეთ ნაკად2″-ის აშენებას.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ძალიან სურს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა, რადგან რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა ორმხრივი სარგებლობის მომტანი შეიძლება, იყოს.

პუტინზე საუბრისას ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მასთან ნამდვილად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, და დასძინა, რომ არავის გამოუჩენია რუსეთის მიმართ იმაზე მეტი სიმკაცრე, ვიდრე – მას.

მისი თქმით, მისმა ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ ბევრი სანქცია დააწესა – ”მე მომწონდა მათი გაუქმების იდეა. სიამოვნებით გავაუქმებდი მათ, როგორც კი ისინი თავს ხელში აიყვანდნენ”.

ამასთან, მან გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აშშ-თან ეკონომიკური ურთიერთობით.

”ჩვენ გვჭირდება ის, რაც მათ აქვთ; ძალზე ღირებული ტერიტორიები რესურსების მოპოვების თვალსაზრისით, ბევრი რამ სხვა. ბევრი კარგი რამ შეიძლება, მომხდარიყო”, – განმარტა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები