ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმის მოხსნა იგეგმება

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მთავრობა საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნას მთავრობა უახლოეს დროში გააუქმებს.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

“სულ მალე ქუჩებში ნიღბებზე უარს ვიტყვით. რამდენიმე დღეში მივაღწევთ იმ მნიშვნელოვან ზღურბლს, როდესაც 15 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება აცრილი”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის კარგი პროგრესი იწვევს ნიღბების გამოყენების წესების შესუსტებას.

”რამდენიმე კვირაში მოსახლეობის 50% -ს ექნება მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებული, საგზაო რუკა ნათელი და შესრულებადია”, – თქვა მან. სანჩესმა იგულისხმა მთავრობის გეგმა, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ესპანელების 70% იქნება აცრილი.

მაისში ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 17 რეგიონთან ერთად შეიმუშავა საგზაო რუკა, რომ მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე რიგი შეზღუდვების შესუსტება მოხდეს.

მედიის ინფორმაციით, ნიღბების გამოყენება აღარ იქნება სავალდებულო საზოგადოებრივ ადგილებში, თუ იქ მცირე რაოდენობის ხალხია და სოციალური დისტანცირება შენარჩუნდება. ეს დოკუმენტი ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის დამტკიცებას საჭიროებს, მაგრამ ეს ითვლება უბრალო ფორმალობად, ვინაიდან მას მხარს უჭერს პარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი.

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა 17 ივნისიდან ქუჩაში ნიღბის სავალდებულო ტარების გაუქმების შესახებ განაცხადა. გამონაკლისის სახით ნიღბები საჭირო იქნება გარკვეულ ვითარებაში – ხალხმრავლობის დროს, რიგებში, სტადიონებში. ამასთან, საფრანგეთში ნიღბის ტარება სავალდებულო რჩება შენობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები