ვლადიმერ პუტინი: უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანების საკითხი გაკვრით განვიხილეთ

უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანების საკითხი გაკვრით განვიხილეთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ჯო ბაიდენი ეთანხმება იმას, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მინსკის შეთანხმებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

„რაც შეეხება უკრაინას, უკრაინის საკითხი განვიხილეთ. ვერ ვიტყვი, რომ დეტალურად განვიხილეთ. რაც შეეხება უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას, ეს საკითხი გაკვრით განვიხილეთ. განსახილველი არც არაფერია.

ჩვენ უკრაინის მიმართ მხოლოდ ერთი ვალდებულება გვაქვს – ხელი შვუწყოთ მინსკის შეთანხმებების შსრულებას. თუ უკრაინული მხარე მზად არის ამისთვის, ჩვენ ამ გზას გავყვებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები