ვლადიმერ პუტინი: ბაიდენთან შეხვედრაზე მტრული განწყობა არ ყოფილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილეს.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ეთანხმება იმას, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მინსკის შეთანხმებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

„რაც შეეხება შეხვედრას, მტრული განწყობა არ ყოფილა. შეხვედრა პრინციპული ხასიათის იყო. ბევრ საკითხზე ჩვენი მოსაზრება განსხვავებულია, თუმცა ორივე მხარემ ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი გამოხატა. საუბარი საკმაოდ კონსტრუქტიული იყო. რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, შევთანხმდით, რომ კონსულტაციებს დავიწყებთ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები