18 ივნისს ომბუდსმენი პარლამენტის წინაშე წარდგება
18 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველს მოუსმენენ.
ომბუდსმენი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარუდგენს. საუბარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველის ანგარიში 486-გვერდიანია. დოკუმენტი მოიცავს ადამიანის უფლებების მიმართულებებით იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც ქვეყანაში გასულ წელს დაფიქსირდა.