საფრანგეთში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება

საფრანგეთში ე.წ.  კომენდანტის საათი გაუქმდება. 21 ივნისიდან შეზღუდვის მოხსნის შესახებ საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

„ქვეყანაში სანიტარული ვითარება უმჯობესდება. ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც ამჟამად 23:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს, 21 ივნისიდან გაუქმდება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, 17 ივნისს საფრანგეთის მთავრობა კანონში ცვლილებას შეიტანს, რომლის თანახმად, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება დახურულ სივრცეებში, სტადიონებზე, ბაზრობებსა და რიგში დგომისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები