ჟენევაში პუტინ-ბაიდენის სამიტზე შესვენება გამოცხადდა

რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს – ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, გაფართოებულ შემადგენლობაში შეხვედრამდე შესვენება გამოცხადდა.

ვიწრო შემადგენლობით შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღევანდელი სამიტი, ჯამურად, დაახლოებით 5 საათის განმვალობაში გაგრძელდება; თუმცა, იქნებოდა შესვენებები ჩაისა და ყავაზე.

გაფართოებულ შემადგენლობაში რუსეთის დელეგაციაშია პუტინის თანაშემწე – იური უშაკოვი, საგარეო უწყების ხელმძღვანელი – სერგეი ლავროვი, პრესმდივანი – დიმიტრი მედვედევი, აშშ-ში რუსეთის ელჩი – ანატოლი ანტონოვი, გენშტაბის უფროსი – ვალერი გერასიმოვი და ლავროვის მოადგილე – სერგეი რიაბკოვი. ასევე, მიწვეულნი არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – დმიტრი კოზაკი და სირიის საკითხზე პუტინის სპეციალური წარმომადგენელი – ალექსანდრე ლავრენტიევი.

აშშ-ის დელეგაციაში არიან: სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი, მისი მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში – ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი – ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის საკითხებზე მთავარი დირექტორი – ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის თანაშემწე – ჯეიკ სალივანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები