ბაიდენი – პუტინს: პირისპირ შეხვედრა სასარგებლოა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ჟენევის სამიტის დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ პირისპირ შეხვედრა სასარგებლოა.
”როგორც მე ვთქვი გარეთ, ნებისმიერი პირისპირ შეხვედრა სასარგებლოა”, – თქვა ამერიკის ლიდერმა.
ამ წუთებში ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში ბაიდენისა და პუტინის სამიტი მიმდინარეობს.
მანამდე, ლიდერებმა შვეიცარიის პრეზიდენტთან, გი პარლმელენთან ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგ შენობაში შევიდნენ.
პარლმელენმა, თავის მხრივ, ლიდერებს ნაყოფიერი დიალოგის გამართვა უსურვა.